საქართველომ ავღანეთთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას მოაწერა ხელი

წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დამთავრდა“.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, გამოდის მოწოდებით, უზრუნველყოფილი იყოს უცხოელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა ქვეყნიდან, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე მუშაობს
სიტუაცია ავღანეთში ბოლო კვირებში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებზე შეტევა წამოიწყო. ამ დროისათვის თალიბები უკვე სრულად აკონტროლებენ ქაბულს და ასევე ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დამთავრდა“.
„უშიშროების სფეროში გაუარესებული ვითარების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ და ხელი შეუწყონ უცხოელი მოქალაქეებისა და იმ ავღანელების, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, უსაფრთხო და ორგანიზებულ გამოყვანას ქვეყნიდან“, – ნათქვამია რამდენიმე ათეული ქვეყნის განცხადებაში. მათ შორის არიან აშშ, კანადა, ევროპის ქვეყნები, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რამდენიმე სახელმწიფო.
ავღანეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა - ვიდეო
ქვეყნები ასევე გამოდიან მოწოდებით – გახსნილი იყოს გზები, აეროპორტები და სასაზღვრო ხაზები და მხარი დაუჭირონ სიმშვიდეს სახელმწიფოში.
„ავღანელი ხალხი იმსახურებს უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას. საერთაშორისო საზოგადოება მზად ვართ მათ დასახმარებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფნი პასუხისმგებელი არიან ადამიანების სიცოცხლეზე და უსაფრთხოების აღდგენაზე.