ვინ ითვლება სრულად ვაქცინირებულად: შეიცვალა თუ არა რეგულაცია საქართველოში

ახალი რეგულაცია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს არ შეეხება, რადგან ჩვენს ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ ორი დოზით აცრილი პირი მიიჩნევა.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ამოქმედებული ახალი რეგულაციის თანხმად, რანდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთეს, საქართველოს საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც ორი დოზით აცრილებზე, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ავრცელებს.
დიღომში საველე ჰოსპიტლის მოწყობა დაიწყო
ზოგიერთ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს აიცრას მხოლოდ ერთჯერადად და მიიღოს სრულად ვაქცინირებულის სტატუსი. საქართველოში ამოქმედებული რეგულაცია სწორედ ასეთი ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება.
ამავე დროს, აღნიშნული რეგულაცია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს არ შეეხება. ჩვენს ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულის სტატუსი მხოლოდ ორი დოზით აცრილებს ენიჭებათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 791.863 აცრა, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 237.149 ადამიანი. 14 აგვისტოს კი 23.010 პირი აიცრა.