საქართველოს პრეზიდენტმა ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ჰაიტის ნაპირებთან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა შაბათს საღამოს დაფიქსირდა. შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი დაშავდა.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰაიტიზე შაბათს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„წარმოუდგენელი ცნობებია ჰაიტიდან, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით მსხვერპლია. გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი ახლობლები დაკარგეს. ეს მძიმე დღეებია ჰაიტელებისთვის. თანავუგრძნობ მათ და ვუსურვებ გამძლეობას და სიმტკიცეს“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
ძლიერი მიწისძვრა ჰაიტიზე: გარდაცვლილთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა
ჰაიტის ნაპირებთან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა შაბათს საღამოს დაფიქსირდა. მოგვიანებით 5,2 მაგნიტუდამდე სიძლიერის ახალი ბიძგების სერია მოხდა. დღეს დილით კი 5,8 მაგნიტუდის ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად 304 ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არსებობდა ასევე ცუნამის საფრთხე, რომელიც მოგვიანებით მოიხსნა.