რუსთავში აცრის მსურველებს ვაქცინაციის ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსები გადაიყვანს

რუსთავში COVID-19-ის ვაქცინაცია მიმდინარეობს ქალაქის 5 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოქალაქეების გადაყვანას მუნიციპალური ავტობუსებით უზრუნველყოფენ
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. რუსთავში 15 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ვაქცინაციის ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება მუნიციპალური ავტობუსებით მოხდება, იუწყება რუსთავის მერია. 
უწყების განცხადებით, მგზავრთა გადაყვანა #2, #6 და #7 ავტობუსებით დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე, სპეციალურად შედგენილი მარშრუტებით მოხდება.
როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები - ტიკარაძის პროგნოზი
ქალაქის მერია ავტობუსების დეტალურ მარშრუტებს აქვეყნებს.
რუსთავში COVID-19-ის ვაქცინაცია მიმდინარეობს ქალაქის 5 სამედიცინო დაწესებულებაში - ცენტრალურ საავადმყოფოში, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრ - რუსთავში“,  კლინიკა „რუსთავში“, რუსთავის მედიცინის სახლსა და #2 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში.
ქვეყნის მასშტაბით 5 ივლისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს.