თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დღეიდან სამი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კოვიდ-შეზღუდვები ამოქმედდა.
რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
რა შეზღუდვები ამოქმედდა:
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
საჯარო და კერძო სექტორს მიეცა დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 4-5 ათასი ადამიანით იზრდება. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ინფიცირების 470 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 417 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 6.321 ადამიანი გარდაიცვალა.