თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ხავთასმა და მისმა თანამოაზრეებმა პარტიის დატოვების და ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მთავარი მიზეზი არის ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება"... ჩვენ გადავდივართ „სახალხო პარტიაში", - აცხადებს ხავთასი.
მანამდე „სახალხო პარტიას“ შეუერთდა სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.
მმართველ პარტიაში ხავთასის და მისი თანამოაზრეების წასვლაზე მშვიდი რეაქცია ჰქონდათ.
„გუნდიდან ხანდახან მიდიან, გუნდის წევრები იცვლებიან, ეს არის ბუნებრივი პროცესი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
მან აღნიშნა, რომ დანაკარგების მიუხედავად პარტიას გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვოს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა წარიმართება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ხოლო ალტერნატიული მესამე ძალის როლს ასრულებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. საზოგადოებრივი აზრის ბოლო