მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერება საქართველოს ყველა ქალაქს არ შეეხო

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე მთავრობის დადგენილებით დაწესებული შეზღუდვები 4 სექტემბრამდე იმოქმედებს
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს - ქალაქს დღეს ამოქმედებული შეზღუდვები არ შეხებია, ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს Facebook-გვერდზე.
როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები - ტიკარაძის პროგნოზი
სააგენტოს მონაცემებით, გორი არ მოხვდა იმ ქალაქების ჩამონათვალში, სადაც მთავრობის დადგენილებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
„გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეისათვის 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში.