წინასაარჩევნო რბოლა: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა

მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ სხვა პარტიებთან შედარებით დიდი სხვაობით ლიდერობს.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პოლიტიკურმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თავისი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა.
მორიგი გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ ლიდერობს>>
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობების მდივანმა შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა, თუ თბილისის მერის არჩევნებზე კენჭს მხოლოდ ორი კანდიდატი იყრის – კახა კალაძე „ოცნებიდან“ და ნიკა მელია „ნაცმოძრაობიდან“, ხმები მათ შორის ამგვარად გადანაწილდება:
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გამოკითხვა პირდაპირი ინტერვიუს გზით 2–8 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 3.446 რესპონდენტი. რესპონდენტთა 79%-მა დაასახელა პარტია, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს. ცდომილება შეადგენს 2,2%-ს.
გამოკითხვის თანახმად, ხმები პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:
პაპუაშვილმა გაიხსენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ხმების 41,8% მიიღო.
გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება>>
„შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
NDI: საქართველოს მოსახლეობას არც ერთი პარტია არ მოსწონს
მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.
ამ დროისათვის ცნობილია მერობის ყველა კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“. პარტიამ უკვე დაიწყო საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა.
რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიებს შორის რეგიონებში მერობის კანდიდატების შერჩევასა და მომავალ თანამშრომლობაზე კონსულტაციები გაჭიანურდა. ამჟამად ცნობილია მხოლოდ ოზურგეთის მერობის ერთი კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ და თბილისის მერობის ორი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ლეიბორისტული პარტიიდან.