უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

მომდევნო დღეებში, 13-15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ასევე ზღვაზე ღელვას ვარაუდობენ.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, მოსალოდნელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აგვისტოს დღის ბოლოდან 15 აგვისტოს დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია ასევე სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსები ასევე ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას ვარაუდობენ.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.