იაპონიაში ტაიფუნმა სამმილიონიანი სკულპტურა ოკეანეში გაიტაცა – ვიდეო

დიზაინერ იაეი კუსამას სკულპტურა სახელწოდებით „ყვითელი გოგრა“ ქალაქ ნაოსიმას ნავმისადგომს 1994 წლიდან ამშვენებდა.
Sputnik
„ყვითელმა გოგრამ“ სტიქიის მოძალებას ვერ გაუძლო და ოკეანეში აღმოჩნდა.
სკულპტურა ქალაქს ცნობილმა დიზაინერმა იაოე კუსამამ აჩუქა, ის 1994 წლიდან ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო.
ქალაქ ნაოსიმას „გოგრა“ უფასოდ გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ კუსამას მსგავსი სკულპტურები აუქციონებზე რამდენიმე მილიონ დოლარად იყიდებოდა. 
„ყვითელი გოგრა“ ოკეანეში ქვებზე შეტაკების შედეგად დაზიანდა, ახლა მისი რესტავრაცია მიმდინარეობს.
ადრე ტაიფუნისა და ძლიერი ტალღების მოლოდინის დროს სკულპტურა ნავმისადგომიდან გაჰქონდათ ხოლმე, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფიქრა, რომ „გოგრა“ ქარიშხალს გაუძლებდა.
კუნძული ნაოსიმა, სადაც ამავე დასახელების ქალაქი მდებარეობს, ცნობილია, როგორც „ხელოვნების კუნძული“. აქ მრავლადაა მუზეუმები და გამოფენები, ასევე ხელოვნების ნიმუშები.