მაშველებმა სოფელ გოსტიბედან დაკარგული 66 წლის ქალი უვნებელი იპოვეს

მაშველებმა დაკარგული ქალი იპოვეს
მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, აცხადებენ უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბედან დაკარგული 66 წლის ქალი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალი 7 აგვისტოს, სავარაუდოდ, ტყის მიმართულებით გავიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მისი კვალი დაკარგეს. რამდენიმედღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელს მიაგნეს და ის უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. ძებნის პროცესში ასევე ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი.