გახდომის საუკეთესო ხერხი დიეტების გარეშე: ექიმი ასახელებს ბუნებრივ მეთოდს

ექიმს მოჰყავს საკუთარი პაციენტის მაგალითი, რომელმაც ამ გზით 100 კგ დაიკლო დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. წონის დაკლების ყველაზე ეფექტური მეთოდი ყოველგვარი დიეტის გარეშე — ფეხით სიარულია, აცხადებს დიეტოლოგი ზუხრა პავლოვა.
ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ სიარული სპორტის ყველაზე ბუნებრივი სახეობაა.
„ჩვენ პრაქტიკულად დაბადებიდან დავდივართ და ამ ტიპის აქტივობას ადამიანისთვის არავითარი ზიანის მიყენება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხებული ფეხსაცმელი გვაცვია და პროცესში წყალსაც ვსვამთ“, — წერს ექიმი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
პავლოვას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წონაში ამ გზით დაკლების მსურველს ვენების ვარიკოზული დაავადება აწუხებს, სიარულისას აუცილებლად უნდა ჩაიცვას კომპრესიული წინდები, რომლებიც სიარულსაც აადვილებს და არც ფეხები სივდება.
ექიმი განმარტავს, რომ სიარულის დროს სხეულის ყველა კუნთის 90 პროცენტის ამუშავება შეიძლება.
სწრაფად გახდომისთვის: კიბეებზე სიარულის წესები წონაში დაკლების მსურველთათვის
„მე პირადად სიარულისას აუცილებლად  ვაკეთებ ხელების ვარჯიშს, ვძაბავ ფეხის კუნთებს, განზრახ ვზრდი ან ვამცირებ ნაბიჯის სიგრძეს“, — ამბობს დიეტოლოგი.
მისი თქმით, ყველაზე მეტი სარგებელი სწრაფ სიარულს მოაქვს. თუ სპორტსმენებისთვის ეს საათში 15 კმ-ია, ჩვეულებრივი ადამიანისთვის საათში 4-5 კმ სიჩქარით სიარულიც საკმარისია. სრულიად არასპორტულ ადამიანებს კი შეუძლიათ სიარული საათში 2-3 კმ სიჩქარით დაიწყონ.
ექიმს იქვე მოჰყავს საკუთარი პაციენტის მაგალითი, რომელმაც სავალდებულო ფიზიკურ აქტიურობად ჩვეულებრივი სიარული გამოიყენა და 100 კგ დაიკლო.
„ის ისეთ სამსახურში მოეწყო, რომელიც ობიექტების შემოვლას ითვალისწინებდა. დღეში მას 10 ათასამდე ნაბიჯის გავლა უწევდა. ეს ერთგვარი კომპრომისული რიცხვია — არავის ახსოვს, საიდან გაჩნდა ის, მაგრამ ათვლის წერტილად მისი აღება სრულიად შესაძლებელია“, — ამბობს პავლოვა.
სიარულის უპირატესობები – ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ებრძვის დაავადებებს, ამაღლებს განწყობას>>
როგორც ირკვევა, სპორტის ყველაზე ბუნებრივი სახეობის – სიარულის მეშვეობით 170 კგ მამაკაცი 70 კილომდე დაახლოებით წელიწადნახევარში ჩამოვიდა.