თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთ სულ მოსახლეზე მედლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდა. რეიგინგი ავსტრალიურმა გამოცემა The Sydney Morning Herald-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგს სამი მედლით სან-მარინო ლიდერობს (ერთი მედალი 11.310 მოსახლეზე), მეორე და მესამე ადგილებს კი ბერმუდა (ერთი მედალი 63.918 მოსახლეზე) და გრენადა (ერთი მედალი 112.523 მოსახლეზე) იკავებენ. რაც შეეხება საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს, ის მე-10 ადგილზეა (ერთი მედალი 498.645 მოსახლეზე).
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია. ლონდონისა (2012) და რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდ-შვიდი მედალი მოიპოვა.