34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს, რომელმაც მთელი თავისი კარიერა სწორედ „ბარსაში“ გაატარა და რომელსაც ექვსჯერ აქვს მიღებული „ოქროს ბურთი“, კლუბთან კონტრაქტი ივლისში დაუმთავრდა. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიუხედავად ორმხრივი სურვილისა, ხელი მოეწერათ ახალი ხელშეკრულებისთვის, ეს შეუძლებელი გახდა ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ნორმებთან დაკავშირებული ფინანსური და საორგანიზაციო დაბრკოლებების გამო.
როგორც მასმედია წერს, ლიონელ მესის წასვლა გამოწვეულია „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემებითა და ესპანეთის ლიგის მკაცრი წესებით, რომელთა თანახმად, ხარჯების მოცულობა შემოსავლებზეა დამოკიდებული. პანდემიის პერიოდში კი კატალონიელების შემოსავლები მკვეთრად დაეცა – თუ „ბარსელონა“ მანამდე ფეხბურთელების ხელფასებზე 671 მილიონ ევროს ხარჯავდა, ახლა კლუბი იძულებულია ეს თანხა 383 მილიონამდე შეამციროს.