გარდაბანში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ახალგაზრდა, რომელიც მდინარე მტკვარში სათევზაოდ იყო შესული, წყლის დინებამ რამდენიმე დღის წინ გაიტაცა. მოზარდის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. გარდაბანში დაკარგული 17 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მდინარე მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ
უწყების ცნობით, გარდაბანში ე.წ. გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელიც წყლის დინებამ გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე მეხანძრე-მაშველები საძიებო ოპერაციაში ჩაერთვნენ. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცხედარი უკვე ამოსვენებულია და ოჯახმა ის ამოიცნო.
უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობდა 35 მეხანძრე-მაშველი, სამი მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო.