საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ექვს თვეში დაახლოებით 8,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო– Sputnik. 2021 წლის პირველ ნახევარში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 5,4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე დაფიქსირებულია 29 ათასზე მეტი დანაშაული,  საიდანაც გახსნილია მხოლოდ 40%.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაახლოებით 8,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,21%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ექვს თვეში დაფიქსირდა 2,7 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 67%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 1,9 ათასი ფაქტი 6 თვეში, საიდანაც გახსნილია 80,9%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 38 მკვლელობა, აქედან 18 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 143 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 93 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 8 – ადამიანებით ვაჭრობა, 17 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 10.708 ადამიანი. აქედან 719 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.359 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.