კასპში მეორე დღეა ქალს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ნანული ოდიშვილი-მიგრიაული გუშინ დაკარგული საქონლის მოსაძებნად წავიდა და  მას შემდეგ აღარავის უნახავს
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში მაშველები 60 წელს გადაცილებულ ქალს ეძებენ.
მდინარე მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე საძიებო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნანული ოდიშვილი-მიგრიაული გუშინ დაკარგული საქონლის მოსაძებნად წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ქალის ძებნა თავიდან ადგილობრივებმა დაიწყეს, მოგვიანებით ძებნის პროცესში მაშველებიც ჩაერთნენ.
სოფლის მოსახელობა ვარაუდობს, რომ ქალს შესაძლოა შებინდებისას გზა აებნა.