დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 აგვისტო

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 8 აგვისტოა, კვირა. ახალმთვარეობა ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ახალმთვარეობას ლომის ნიშანში დღეს მღელვარება და გარკვეულო ნერვოზულობა ახლავს. შესაძლებელია სისტემური ჩავარდნები სხვადასხვა დონეზე, სიურპრიზები, სენსაციები, კონფლიქტები თაობებს შორის, ინდივიდიუალობის დაპირისპირება ჯგუფთან და სხვ. ჭირვეულობა და სიჯიუტე დამახასიათებელი იქნება არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსებისთვის. მოსალოდნელია ექსტრავაგანტული განცხადებები პოპულარული პერსონების მხრიდან, რომლებიც შეიძლება დიდხანს გახდეს განხილვის საგანი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 აგვისტო>>
ვერძი: ეს დღე თქვენთვის შემოქმედებითი მისწრაფებებით აღინიშნება, ახალი, ცინცხალი იდეებით, საბედისწერო კონტაქტით საყვარელ ადამიანთან ან ბავშვებთან. მოვლენებმა, შესაძლოა, სიურპრიზის ან კრიზისისგან გათავისუფლების სახე მიიღოს. არ არის გამორიცხული, შეძლოთ საკუთარი როლის პოვნა, შემოქმედებითი შაბლონების გარღვევა. თუ მნიშვნელოვანი საუბარი გსურთ ვინმესთან, ამისთვის, სჯობს, საღამოს ან ღამის საათები შეარჩიოთ.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ დაქორწინების ყველაზე დიდი შანსი აგვისტოში
კურო: დღეს თქვენი ყურადღების ფოკუსში შეიძლება მოხვდეს საოჯახო ვითარება, ღონისძიება ან პიროვნება, რომელიც ახლო წრეში ცენტრალურ როლს ასრულებს (ბავშვი, მეგობარი, მშობელი... ან თავად თქვენ). ამასთან, აგზა წინ წამოიწევს სხვა თემებიც – შემოქმედება, კარიერა, სიყვარული. დღე, დიდი ალბათობით, სიურპრიზებისა და მღელვარების გარეშე არ ჩაივლის.
ტყუპი: თქვენს რეალურ ან ვირტუალურ გარემოცვაში სიურპრიზები და სენსაციებია მოსალოდნელი. თქვენი ყურადღება შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა მიიპყროს – თანამოსაუბრემ, მეზობელმა, თანამგზავრმა, მეგობარმა, ნათესავმა, პოპულარულმა ადამიანმა ან სხვა. ბევრი თქვენგანი წინააღმდეგი არ იქნება, რომ შოუში ერთ–ერთი ცენტრალური როლი შეასრულოს. აქტიური ურთიერთობების დროა და საუბრები გვიან ღამემდე შეიძლება გაგრძელდეს.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ ღირს ნივთებისა და რესურსების ნაჩქარევად განკარგვა ახალი ამბების ან ზოგადი განწყობის ზეგავლენით. არასასურველია მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა, ინვესტიციების განხორციელება. ზოგიერთ სწრაფვაზე უარის თქმა გაგიჭირდებათ, მაგალითად, მშობელი კირჩხიბები ბავშვების ჭირვეულობასთან გამკლავებას ვერ შეძლებთ და დაუთმობთ მათ.
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
ლომი: დღეს გაქვთ შანსი, რომ ვარსკვლავური პერსონა გახდეთ, რომლის სიტყვებისა და საქციელისადმი გამძაფრებული ყურადღება იქნება მიქცეული. თვითგამოხატვისადმის სწრაფვის გამო მოვლენების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეთ, გახდეთ ორიგინალური იდეების რუპორი, ცნობილი ავტორიტეტული სახეების ოპონენტი. ეს როლი თქვენთვის საბედისწერო იქნება. უნდა გააკონტროლოთ თქვენი იმიჯი, თითოეული სიტყვა, ასევე ვითარების მატერიალური ასპექტები.
ქალწული: დღეს შეიძლება აპლოდისმენტები დაიმსახუროთ და პრიზი მიიღოთ, მაგრამ ამ ყველაფერს იოლად ვერ მიაღწევთ. მოგიწევთ სამსახიობო ან სხვა რომელიმე ნიჭის გახსნა ვიწრო წრეში, სხვის ტერიტორიაზე და უჩვეულო გარემოში. შესაძლოა, ნიღბის აფარება და სხვისი როლის შესრულებაც მოგიწიოთ, რათა ვინმე შეცვალოთ, დაეხმაროთ კოლეგას ან სხვას. არცთუ ხელსაყრელი დღეა პირადი დებიუტის ან ღია ინიციატივისთვის.
სასწორი: მოვლენები თქვენთვის ხელსაყრელად განვითარდება. მოულოდნელობები და სარისკო ახალი რამე სახის წესები სარგებელს მოიტანს, თუ მათ პერსპექტივის თვალსაზრისით განიხილავთ. იზოლაციაში ან თქვენთვის თავისუფლების უჩვეულო შეზღუდვის მდგომარეობაში აღმოჩენილები ინფორმაციის გარეშე არ დარჩებით – გელოდებათ სიახლეები ოჯახის წევრებისგან, პარტნიორების ან თანამოაზრეებისგან. იდეებისა და სიახლეების ნაკადი საღამოს მოიმატებს.
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
მორიელი: დღეს თქვენთვის განსაკუთრებული წონა შეიძლება ჰქონდეს ბავშვებისა თუ მშობლების, ასევე სამუშაოზე კლიენტების, დამსაქმებლების, მეგობრებისა და მეტოქეების სიტყვვებს. შეიძლება სულ სხვა მიმართულება მიეცეს მოულოდნელად თქვენს საუბარს. დიდ როლს ითამაშებს თქვენი სახე, ლექსიკა და ურთიერთობების მანერა. თუ აფასებთ იმას, რასაც მიაღწიეთ, ეს ყოველივე უნდა გააკონტროლოთ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები და კონტაქტები საღამოსთვის გადადოთ. თუ გეგმის შესრულებას დილიდანვე შეუდგებით, შეიძლება მოვლენებმა უეცრად სულ სხვა მიმართულება მიიღოს, დაიმატოთ პრობლემები, განსაკუთრებით, თუ მარტო არ ხართ და დამოკიდებული ხართ მეგობრებზე, სერვისზე ან სხვა გარემოებებზე. დისკუსიებისტვის, კვლევების, გამგზავრებისთვის საღამო ბევრად ხელსაყრელი დროა.
თხის რქა: დღეს სიახლეებს უნდა მიადევნოთ თვალი და მოუსმინოთ მნიშვნელოვანი ადამიანების სიტყვებს. თუნდაც ახალი ამბავი უსიამოვნო იყოს, მოედიეთ საკუთარი თავის ტანჯვას. დღეს დილიდანვე პრობლემური იქნება. არ ღირს ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მოლაპარაკებების წარმოება, გამგზავრება, პროექტის დაწყება, რამე თამაშში ჩართვა, ზოგადად, ფინანსური ოპერაციების განხორციელება.
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
მერწყული: დღეს აუცილებლად უნდა მისცეთ გამოთქმის საშუალება თანამოსაუბრეებს – პარტნიორებს, მეგობრებს, ახლობლებს და იდეურ მოწინააღმდეგეებსაც კი. სხვის განცხადებას დღეს როლების გადათამაშება შეუძლია ურთიერთობებში. მშობელმა მერწყულებმა უნდა მოუსმინოთ შვილებს და მათზე თქვენი ავტორიტეტით ზეწოლა არ მოახდინოთ. თუ რამე წინადადებას ან პასუხს ელოდებით, მოითმინეთ – ინფორმაციას საღამოს ან ღამით მიიღებთ.
თევზები: აჯობებს, თუ არ გადადებთ ვიზიტს ექიმთან ან თქვენთვის საინტერესო სერვისში, ასევე ურთიერთობებს კოლეგებთან, დაქვემდებარებულ პირებთან. დღეს მიღებულ ინფორმაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ის სასარგებლო აღმოჩნდება და შესაძლოა, თქვენს ცხოვრებას მიმართულება ერთი–ორი კვირის განმავლობაში მისცეს. სჯობს, არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, საუბრები.