თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება „გახარია - საქართველოსთვის“, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.
პარტიამ ასევე მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი - 25 მიენიჭა.
„2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი - #25 გახარია - საქართველოსთვის“, - აღნიშნავენ პარტიის პრეს-სამსახურში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
პარტიების ძირითადმა ნაწილმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.
ცესკოში პარტიების რეგისტრაცია 10 აგვისტოს უნდა დასრულდეს.