თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
შარშანდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში გასულ 15 პარტიას რიგითი ნომრები პირველ რიგში მიენიჭა. დანარჩენმა პარტიებმა ისინი რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ წილისყრის შედეგად მიიღეს.
ცესკოს ინფორმაციით, 48 საარჩევნო სუბიექტმა უკვე გაიარა რეგისტრაცია, ორ სუბიექტთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები გრძელდება.