თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე სამძებრო–სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, დინებამ გაიტაცა.
ამძებრო ღონისძიებაში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავები, ადგილზე ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.