ლაშა ტალახაძე თბილისში დაბრუნდა: ვრცელდება დახვედრის ვიდეო აეროპორტიდან

ტოკიოდან დაბრუნებული ლაშა ტალახაძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სხვა წევრები დამხვდურებმა ხმლების მწკრივში გაატარეს
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც იაპონიიდან სამშობლოში დაბრუნდა, თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად გულშემატკივრებიც დახვდნენ.
ტოკიოდან დაბრუნდა ბრინჯაოს პრიზიორი ძალოსანი ანტონ პლესნოი და ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია — ტოკიოს ვერცხლის პროზიორი.