მოსახლეობა ენერგიის ალტერნატიული წყაროების დამონტაჟებისთვის განსაკუთრებულ გრანტებს მიიღებს

პირველ ეტაპზე 700 ათას დოლარს საქართველოს რვა რაიონი მიიღებს, თუმცა მოგვიანებით პროგრამა გაფართოვდება
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო აფართოებს „სოფლის განვითარების პროგრამას“ და ამიერიდან საქართველოს სოფლების მცხოვრებლები ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ახალი გრანტების (ე.წ. მწვანე გრანტები) მიღებას შეძლებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები ამოქმედდება
პროგრამის ახალი კომპონენტისთვის თანხა გაეროს განვითარების სააგენტომ გამოყო.
თავდაპირველად 700 ათასი დოლარის ოდენობის თანხას მიიღებს ქვეყნის რვა რეგიონი, მოგვიანებით კი პროგრამა გაფართოვდება.
პროგრამის პირობებით, მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი გამათბობლისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლის დამონტაჟებისა და შეძენისთვის მცხოვრებლები 90%–იანი თანადაფინანსების მიღებას შეძლებენ 1 ათას ლარამდე ღირებულების შემთხვევაში.
ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელებზე, სადაც მაქსიმალური ღირებულებაა 3.000 ლარი, თანადაფინანსება შეადგენს 80%–ს.
ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?
გარდა ამისა, შენობის თბოიზოლაციისას, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 8.000 ლარს, თანადაფინანსება იქნება 70%-მდე, ხოლო შენობის სრული თბოიზოლაციისთვის სახელმწიფო 12.000 ლარამდე გამოყოფს, ანუ 60%–ს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე ათ წელიწადში საქართველო შეიძლება სერიოზულ ენერგოდეფიციტს წააწყდეს. პროგნოზების მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ–სთ–ს მიაღწევს მაშინ, როცა დღეს ეს მაჩვენებელი 13 მილიარდია.
მეზობელ ქვეყნდებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების მიზნით ხელისუფლება ადგილობრივი განახლებადი რესურსების, ასევე ენერგიის ალტერნატიული წყაროების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.