დამსვენებელთა საყურადღებოდ! შავ ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში წვიმიან და ქარიან ამინდს პროგნოზირებენ.
Sputnik
 
თბილისი, 7 აგვისტო  — Sputnik.  სინოპტიკოსები 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს პერიოდში შავ ზღვაზე შტორმს ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 2–3 ბალიანი შტორმი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.