21 წლის ჯორჯ კინგ-ტომპსონი ლონდონის კვარტალ სტრადფორდში მდებარე 36 სართულიან Stratosphere Tower-ზე აძვრა, რისთვისაც ნაცევარ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა.
მისი თქმით, ეს შენობა იმის გამო აირჩია, რომ შოკირებულია იმ წყალდიდობით, რომლებიც ამ რაიონს დაატყდა თავს 25 ივლისს. მაშინ ლონდონის ცენტრში წვიმის მთელი თვის ნორმა მოვიდა და მეტროს სადგურები დატბორა.
„მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებზე... იმედი მაქვს, ამ შენობაზე ასვლით პოლიტიკურ ლიდერებს დავარწმუნებ იმაში, რომ დაუყოვნებელი ზომების მიღებაა საჭირო“, - თქვა კინგ-ტომპსონმა.
როგორც ახალგაზრდა ალპინისტი ამბობს, ის ერთი კვირის განმავლობაში ღამ-ღამობით ემზადებოდა ამ ასვლისთვის და 147 მეტრიანი შენობის თითოეული ასპექტი და ზედაპირი შეისწავლა. მაგრამ მაინც შეეჯახა ისეთ სირთულეს, რისთვისაც მზად არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ პირველ რვა სართულზე ფანჯრები წებოვანი იყო, ხოლო მერვე სართულს ზემოთ პირიქთ, ძალიან სრიალა, რაც მან ვერ გაითვალისწინა.
კინგ-ტომპსპონი ამბობს, რომ შენობებზე ასვლა ძალიან საშიშია და არავის მოუწოდებს ამ ნაბიჯის გამეორებისკენ.