კვირას, 8 აგვისტოს მედლების 13 კომპლექტი გათამაშდება, მაგრამ ამ შეჯიბრებებში საქართველო წარმოდგენილი არ არის. შაბათს კი ვუგულშემატკივრებთ კარატისტ გოგიტა არქანიას და მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძეს.
გოგიტა არქანია – კარატე კუმიტე (–75 კგ)
ოლიმპიურ თამაშებში კარატე წელს პირველად არის ჩართული. საქართველოს გოგიტა არქანია წარმოადგენს. მისი უმაღლესი მიღწევაა ბრემენში 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება. ქართველი სპორტსმენი ასევე 2018 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამ დისციპლინაში საუკეთესო იაპონელები არიან, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არქანიას თავისუფლად შეუძლია კვარცხლბეკზე ასვლა.
ელიზბარ ოდიკაძე – თავისუფალი სტილით ჭიდაობა (–97 კგ)
ოდიკაძისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა კარიერაში. მან მერვედფინალი გამარჯვებით დაიწყო – ირანელ მოჰამადიანს დაუპირისპირდა ანგარიშით 6:3 გაიმარჯვა. მეოთხედფინალში კი მოქმედ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონთან, რუს აბდულრაშიდ სადულაევთან დამარცხდა (0:10).
სადულაევი ფინალში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ოდიკაძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლა შეუძლია რეპეშაჟით. ქართველი მოჭიდავის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი იქნება.