თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 6 აგვისტო ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღე იქნება, ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.
ცხელი ამინდი შენარჩუნდება 7 აგვისტოსაც, 8 აგვისტოდან კი სინოპტიკოსები ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლებას ვარაუდობენ.
6 აგვისტოს ბათუმში პლუს 30, ფოთში კი პლუს 31 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. დღეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება ქუთაისში (+40 გრადუსი), რუსთავში (+38), ზუგდიდში (+37), თბილისში (+37), გორში (+36), ყვარელსა და ამბროლაურში (+35), ახალციხეში, ცაგერსა და თელავში (+34), ლენტეხსა და სიღნაღში (+33).