რამდენ ხანს გრძელდება COVID-19-ის მწვავე პერიოდი: ექიმი განმარტავს

ეპიდემიოლოგის თქმით, ცნება „ავადმყოფობის ხანგრძლივობა“ იყოფა ინფექციის მწვავე პერიოდად და ორგანიზმის აღდგენის პერიოდად.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ინფექციური დაავადება COVID-19-ის მწვავე პერიოდი საშუალოდ ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ორგანიზმის ავადმყოფობისგან აღდგენას კი რამდენიმე თვე სჭირდება, აცხადებს ეპიდემიოლოგი ანტონინა პლოსკირევა.
„COVID-19-ის მწვავე პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 11-დან 28 დღემდე და საშუალოდ 18-19 დღეს შეადგენს. ვირუსის გამოყოფის საშუალო ხანგრძლივობა კი 11 დღეა“, — ამბობს სპეციალისტი.
„დელტა“ სხვაგვარად მუშაობს: დასახელდა ახალი ვარიანტის ძირითადი სიმპტომები
ეპიდემიოლოგის თქმით, ცნებაში „ავადმყოფობის ხანგრძლივობა“ უნდა გამოვარჩიოთ ინფექციის მწვავე პერიოდის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს პირველი სიმპტომების გაჩენის მომენტიდან ინფექციის მწვავე გამოვლინებების კუპირების მომენტამდე პერიოდს, და ასევე აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, რომელსაც შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს.
ექიმის თქმით, კორონავირუსული დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, აქვს თუ არა პაციენტს სხვა დაავადებები, ასევე მის ასაკთან და ინფექციის სიმძიმესთან.