დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს აძლევს. სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აგრეთვე პაატა იმნაძის ტყუპი გოგონები – ლიზი და ტატა იმნაძეებიც.
როგორც ცნობილია, ტატა იმნაძე, რომელიც ორსულადაა და მეორე შვილის მოლოდინშია, გუშინ „ფაიზერით“ აიცრა. აცრის პროცესს პაატა იმნაძეც ესწრებოდა. ვაქცინაცია მშვიდ გარემოში ჩატარადა და ტატა თავს კარგად გრძნობს.
ტატა იმნაძის ვაქცინაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქტიურად გააშუქა მასმედიამაც. სოციალურ ქსელში კი ამ ამბავს განსხვავებული რეაქცია და არაერთგვაროვიანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, ორსული ტატა იმნაძის ვაქცინაცია ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა. ზოგი წერდა, რომ ეს ამბავი სიმართლე არ არის, ზოგი კი ამბობდა, რომ ტატა სინამდვილეში ფეხმძიმედ არ არის.
68 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ. ლიზი იმნაძე დიზაინერია, მისი ტყუპისცალი ტატა კი მამის გზას გაჰყვა.