იზოლაცია შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადამიანებს სახლის დატოვების ნებართვა ექნებათ მხოლოდ ვარჯიშისთვის, პროდუქტების საყიდლად და ვაქცინაციისათვის.
ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევიდან სამში დაუდგენელია ვინ იყო გადამტანი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენ ენდრიუსი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ეს „დელტა“ შტამი იყოს. სწორედ ამიტომ მიიღო მან ვიქტორიას შტატის დაკეტვის გადაწყვეტილება.
იზოლაციის მოწინააღმდეგეები ფლინდერს-სტრიტის სადგურის კიბეებზე შეიკრიბნენ და ქუჩაში მსვლელობა გამართეს ლოზუნგებითა და პლაკატებით.