თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კაპიტალის ბაზრის რიგი რეფორმები გაატარა, რაც 2025 წლისთვის მასზე ხუთი სახელმწიფო და ხუთი კერძო კომპანიის ფასიანი ქაღალდების გამოჩენას ითვალისწინებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
კაპიტალის ბაზრის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეფორმის ფარგლებში მიღებული იქნა ახალი კანონმდებლობა და შემოიღეს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი.
„ჩვენ ჩავატარებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომელიც კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს შექმნის. ასევე ჩვენ ვმუშაობთ კერძო საწარმოებთანაც, რათა მათაც ჰქონდეთ წვდომა ბაზართან“, – განაცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.
ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის 2025 წელს პროგრამა მინიმუმი იქნება მინიმუმ ხუთი სახელმწიფო საწარმოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება, საიდანაც ორი საწარმო წარადგენს საქმიან პაკეტებს, და ასევე ხუთი კერძო კომპანიის საქმიანი პაკეტების წარდგენა.
ცნობილია, რომ აპრილში „საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონის საფონდო ბირჟზე 500 მლნ დოლარის მოცულობის „მწვანე“ ობლიგაციები განათავსა, რომლებიც ინვესტორთა მხრიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროს განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.