დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 აგვისტო

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 6 აგვისტოა, პარასკევი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
გრძნობების მომატება, ფანტაზიის გაძლიერება, მოთმინების გამოჩენა ახლო გარემოცვისადმი – ამ ყველაფერს კირჩხიბის ნიშანში მყოფი მთვარის აპსექტები განაპირობებს. სახლს გარეთ მიღწევებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ყოფითი ან სულიერი კომფორტი. ოჯახის წევრებთან არსებული ნებისმიერი ღია თუ ფარული უთანხმოება მოგვარდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 აგვისტო>>
ვერძი: დღეს ბევრ თქვენგანს მოუწევს საწარმოო, საოფისე თუ სახლის რუტინული საქმეების გაკეთება. ამას ან ერთობლივი შეთანხმებით, ან პირადი პრიორიტეტების მიხედვით შეარჩევთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისწრაფება პირადი ცხოვრებისკენ გაქვთ, ვარსკვლავები გირჩევენ გაითვალისწინოთ გუნდის საჭიროებები, სადაც მუშაობთ, ან ვისთან ერთადაც რამე პროექტს აკეთებთ და ა.შ. თუ, რა თქმა უნდა, ეს გუნდიც თქვენს ოჯახად მიგაჩნიათ.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ დაქორწინების ყველაზე დიდი შანსი აგვისტოში
კურო: საკმაოდ კომფორტულია თქვენი ემოციური ფონი. თქვენ მიმართ გარშემომყოფებიც ლოიალურად არიან განწყობილი და თქვენც ასევე მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ მათთან. გქონდეთ იმედი, რომ ირგვლივ მყოფნი დაგეხმარებიან, თუ ეს საჭირო იქნება, გაგებით მოეკიდებიან თქვენ რამე გატაცებას და უცნაურობებსაც კი. კარგი დღეა რამის ყიდვისთვის, სიყვარულის, ნათესაური კავშირებისა და ნებისმიერი აქტიურობისთვის, რომელიც კმაყოფილებას მოგანიჭებთ.
ტყუპი: თუ იმის იმედი გაქვთ, რომ დღეს ურთიერთობები გართობის მიზნით გექნებათ, ძალიან ცდებით. უმეტესად ამ კავშირების მიზეზი ყოფითი და სხვა პარაქტიკული ნიუანსები იქნება, რომლებზე მსჯელობაც ოჯახში ან საქმიან გარემოში მოგიწევთ. ყურადღების გამახვილება შეიძლება მოგიწიოთ ფინანსებზე, გადასახადებზე, დიეტაზე, საყიდლებზე და ა.შ. შესაძლოა მოგიწიოთ რაღაც გაუგებრობების მოგვარება.
კირჩხიბი: ჰარმონიული დღე გელოდებათ, ხოლო ეფექტის გასაძლიერებლად იზრუნეთ საკუთარ განწყობაზე. თუ დაძაბული, პირქუში იქნებით, უსიამოვნებებს ადამიანებისა და სხვადასხვა ვითარების სახით უფრო ადვილად „მიიწებებთ“. თუ კარგ განწყობაზე იქნებით, ძალზე იღბლიანი იქნება პაემანი, შოპინგი, იმიჯზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება და ოცნებებიც კი.
რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: იფიქრეთ იმაზე, რომ „ტექნიკური შესვენება“ მოიწყოთ რაღაც სასიამოვნო დეტალებით. საუბარია აქტიურ კონტაქტებზე, გამოსვლებზე, დაძაბულ ფონზე სწავლზე და ნებისმიერ ღონისძიებაზე, სადაც ყურადღების ცენტრში ხართ. დღეს არასასურველია თქვენი აზრების ხმამაღლა გამოთქმა და ყურადღების მიქცევა – შეიძლება უკუეფექტი მიიღოთ. ამიტომ დღეს მოერიდეთ საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიპყრობას.
ქალწული: ეს დღე მოგცემთ საშუალებას, რომ დრო სასიამოვნო ადგილას, ახლობლებისა და თქვენთვის სიმპათიურ ადამიანებთან გაატაროთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ სხვადასხვა ღონისძიებისთვის, იქნება ეს რომანტიკული თუ კორპორატიული ღონისძიება, მასშტაბურობის მინიჭებას: უმჯობესია, ის ვიწრო, ოჯახურ წრეში ჩატარდეს. ასე ურთიერთობებში საერთო ემოციური ჰარმონია დაისადგურებს. არ ღირს საკუთარი საიდუმლო აზრების სხვებისთვის გაზიარება.
სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, მიზნისკენ ზომიერი ტემპით იაროთ და განამტკიცოთ უკვე არსებული მიღწევები, არ ღირს მთელი ძალით ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ სწრაფვა – ახლა დაძაბულობა შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე და თან ეფექტურობა არასათანადო იქნება, მიღებული შედეგი არ ღირს მსხვერპლად, რომელსაც გაიღებთ. ბიზნესი თუ საოჯახო საქმეები სხვების დახმარებით, „კულისებიდან“ მართეთ.
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: კარგ ემოციურ ტალღაზე ხართ აწყობილი. თუ გუშინ საღამოს თქვენს ცხოვრებაში რაღაც სასიამოვნო მოვლენა მოხდა, დღეს მას საკმაოდ მაცდური გაგრძელება მოჰყვება. ვარსკვლავები გირჩევენ, აგდებით არ მოეკიდოთ თუნდაც წვრილმან და უმნიშვნელო იღბლიან მოვლენებს – ისინი შემთხვევითი არაა და უახლოეს მომავალში უფრო დიდ მოვლენაში შეიძლება გადაიზარდოს და თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
მშვილდოსანი: ყურადღებით უნდა იყოთ და მიზნისკენ პატარ–პატარა ნაბიჯებით იაროთ. ახლა არაა გმირობისა და უაზრო მამაცობის დრო, განსაკუთრებით თუ საქმე ფულს, სიყვარულს, მკურნალობას ან კარიერას ეხება. წარმატების გარანტია დღეს გულმოდგინება, გულდახურულობა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება. კარგი იქნება გადასახადებისა და მემკვიდრეობის საკითხების მოგვარება.
თხის რქა: უნდა დააფასოთ ჰარმონია ადამიანებთან ურთიერთობებში და ყურადღების მშვიდობიან გამოვლინებებს სათანადოდ უპასუხოთ. ურთიერთსიმპათია მომავალში პარტნიორობის ან მფარველობის საფუძველი შეიძლება გახდეს. სჯობს, ახლობლებთან ურთიერთობებში  არ გაიხსენოთ ცუდი მომენტები წარსულიდან, გულში ჩადებული წყენები – მშვიდობა და ჰარმონია ოჯახში შელახულ თავმოყვარეობაზე ძვირფასია.
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში
მერწყული: დღეს დამოკიდებული ხართ ვითარებაზე, ემოციურ ფონზე ან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. არ ღირს საპასუხისმგებლო საქმეებთან შეჭიდება, ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება, თუმცა თამამად შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება მცირე, უმნიშვნელო რაღაცებში, რომლებსაც მიჩვეული ხართ, როგორიცაა, მაგალითად სამსახურის მარშრუტის შეცვლა, სადილის მენიუს, საურთიერთობო წრის შეცვლა. ასე შეძლებთ რუტინული დღის გამრავალფეროვნებას.
თევზები: შეძლებთ ჰარმონიის შენარჩუნებას საქმიან და პირად ურთიერთობებში, კარგი პირობების – დასვენებისა და საყვარელი ჰობით დაკავებისთვის. ეს დღე დაგეხმარებათ რამე შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში. ბევრ თქვენგანს ინტუიცია, წარმოსახვა, მეხსიერება ან ფარული რწმენა მისცემს ბიძგს. კარგი დღეა სიყვარულის, ყურადღების, სიმპათიების ურთიერთგაცვლისთვის.