თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. პარტიების ძირითადმა ნაწილმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ცესკოში რეგისტრაცია გაიარა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ცესკოს მონაცემებით, რეგისტრაცია უკვე 24-მა პარტიამ გაიარა.
გარდა ამისა, ცესკომ უკვე მიანიჭა რიგითი ნომერი 15 პარტიას, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში გავიდნენ. დანარჩენი პარტიები რიგით ნომრებს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ კენჭისყრის წესით მიიღებენ.
ცესკოს მონაცემებით, ამჟამად არჩევნებში მონაწილეობენ:
ცესკოს მონაცემებით, ამჟამად არჩევნებში მონაწილეობენ:
ეს არჩევნებში მონაწილე პარტიების სრული სია არაა. ის 10 აგვისტომდე კიდევ შეივსება.