თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. დამნაშავეებს, რომლებიც პირობით სასჯელს იხდიან, თანამედროვე სისტემების მეშვეობით გააკონტროლებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ამჟამად პრობაციონერები კვირაში ერთხელ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონულ ოფისებში აღირიცხებიან.
ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოში გაჩნდება ახალი სისტემები Probbox – კამერებით აღჭურვილი სპეციალური აპარატები და აპარატები თითების ანაბეჭდების ასაღებად, რომლებიც პრობაციონერების უფრო ეფექტურად გაკონტროლების საშუალებას იძლევა.
ეს აპარატები საზოგადოებრივ ცენტრებში, იუსტიციის სახლებსა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების შენობებში დამონტაჟდება.
თუ პირობითად მსჯავრდებულს აღნიშვნა დაავიწყდება, ინფორმაციას ამის შესახებ მაშინვე მიიღებს მისი ოფიცერი.
საქართველოში 1 ივლისისთვის სულ 17,3 პირი იყო, რომლებსაც პირობითი სასჯელი აქვთ დაკისრებული. მათ 128 ოფიცერი აკონტროლებს. შესაბამისად, ერთ ოფიცერზე საშუალოდ 135 პატიმარი მოდის.