მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში იმყოფება. ნანუკა ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს.
„ჩაწერილი ვარ, მალე მიწევს აცრა. მთელი ოჯახი ვაქცინირებული მყავს ორივე დოზით და ძალიან მშვიდად ვარ. თუ რამე გაეჭვებთ, ყოველთვის ჯობია, თავად მოიძიოთ ინფორმაცია. მე, იანვრიდან მოყოლებული, იმხელა ინფორმაცია მაქვს ამ თემაზე, რომ დისერტაციასაც დავიცავ. ისევ თქვენივე სიმშვიდისთვის, წაიკითხეთ თქვენი თვალით და უფრო ბევრს გაიგებთ“, – დაწერა რამდენიმე დღის წინ ნანუკა გოგიჩაიშვილმა „ინსტაგრამზე“. დღეს კი მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წერს, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა და მზად არის თავგადასავლებისთვის.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხელმომწერების მხრიდან, რომლებმაც ნანუკასადმი კომპლიმენტები არ დაიშურეს: „ძალიან ლამაზი ორსული ხარ“, „სილამაზე და საოცრება ხარ“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირველ შვილს ელოდება. ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი.