გახარიას პარტიამ მერობის პირველი კანდიდატი წარადგინა

გახარიას პარტიიდან პირველ კანდიდატად გია ცეცხლაძე დასახელდა, რომელიც ადრე გურიის გუბერნატორის მრჩეველი იყო.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მერების კანდიდატების წარდგენა ოზურგეთიდან დაიწყო.
გახარიამ საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. პარტიის ძირითდ ბირთვს წარმოადგენენ სხვადასხვა უწყების ყოფილი ჩინოვნიკები. 
„ქართული ოცნება“ შეშინდა“ – გახარია მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
გახარიას პარტიიდან მერობის პირველი კანდიდატი გურიის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი გია ცეცხლაძე გახდა. მასმედიის ვერსიით, მის კანდიდატურას ოზურგეთის მერის პოსტზე განიხილავდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოც“.
„ოზურგეთი ჩვენი პარტიისთვის გამორჩეულია იმითაც, რომ ჩვენ არ დაგვჭირდა იმაზე ფიქრი, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი სახე და ჩვენი კანდიდატი. მას ყველა იცნობთ – იგი არის კეთილსინდისიერი ჩინოვნიკის განსახიერება, რომელიც დიდი ხანია ემსახურება საკუთარ ქვეყანას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ იგი დღეს  ჩვენს გვერდითაა“, – განაცხადა გახარიამ ოზურგეთში.
ოზურგეთის მერობისთვის წინასაარჩევნო რბოლაში ცეცხლაძის გარდა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ავთანდილ თალაკვაძე მონაწილეობს.
მერების ოფიციალური რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება. საკუთარი კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს.
თავად არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ექსპერტების პროგნოზით, არჩევნებზე ძირითადი კონკურენცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაჩაღდება. ამასთან, რიგი ექსპერტები ფსონს გახარიას პარტიაზეც დებენ – როგორც ალტერნატიულ ძალაზე.