სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტები ლაბორატორიებში შეამოწმა

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევების შედეგად 10 დასახელების ხორცპროდუქტში დარღვევები აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცხენის ხორცის გასაღების მცდელობა – ამოღებულია ორი ტონა ხორცპროდუქტი
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ივლისში ხორცის სახეობრივი კვლევისთვის 26 ნიმუში აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაგზავნეს.
კვლევა ჩატარდა ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებაზე.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში გამოვლინდა ქათმის ხორცის შემცველობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული.
უწყების ცნობით, დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.