ცოტა ხნის წინ მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში წერდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას „სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსი გადაედო. მიუხედავად ამისა, ლიზა ჩვეულ ხალისსა და იუმორს მაინც ინარჩუნებს და ავადმყოფობის შესახებაც ხუმრობს. „კი გავიკეთე დვაინოი სინოფარმი მაგრამ ჰა... დამიდასტურდა კორო. ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ აზრი არააქო ამბობენ”, – წერდა ლიზა.
ამჯერად მომღერალი პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ვირუსის გადატანის შემდეგ კონცენტრაცია უჭირს და დროს, ძირითადად, სახლში ატარებს. მომღერლის თქმით, არასდროს უჩიოდა ინტელექტს, კონცენტრირებული, რეალისტი და მიზანდასახული ადამიანი იყო, მაგრამ, რაც კორონა გადაიტანა, ატყობს, რომ აქვს სრული ნიჰილიზმი, კონცენტრაციას ვერ ახდენს.
„აი, მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება 8 წრე დავარტყა და ჩასახვევს 8-ჯერ ავცდე. ყველაზე სადარდებელი არის ის, რომ მეზარება ხალხში და თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ეს დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ ახლა გამიმძაფრდა. ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა“, - ამბობს ლიზა ყენია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ლიზას დედა მაია ჯაბუა იმ „მზიურელების“ სიაშია, რომლებიც ბავშვობიდან შეიყვარა საზოგადოებამ. მის დანახვაზე დღემდე ბევრს გემის კიჩოზე პიონერის ყელსახვევით მდგარი პატარა გოგონა ახსენდება. ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მათგან მომღერლის ცხოვრებაში უკანასკნელი ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი.