რამაზ ზოიძე დამარცხდა – ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს

რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, რეპეშაჟში მისი მეტოქე კი გერმანელი ფრანკ შტაბლერისა და კოლუმბიელი ხულიან ჰორტა ასევადოს ორთაბრძოლაში გაირკვევა.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოასპარეზე რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხდა. 
კიდევ ერთი მედლის მოლოდინში – რამაზ ზოიძე ნახევარფინალშია
25 წლის ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეის შეხვდა და ორთაბრძოლა ანგარიშით 6:1 დათმო. აღსანიშნავია, რომ პირველი პერდიოდი ზოიძემ 1:0 მოიგო, თუმცა დაპირისპირების მეორე ნახევარში ირანელმა ქართველ ფალავანს ზედიზედ ექვსი ქულა აართვა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ზოიძე ასპარეზობას ხვალ გააგრძელებს, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ შტაბლერსა და კოლუმბიელ ხულიან ჰორტა ასევადოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი მელიამ (97 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ).
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.