პრინცი ჰარის საიდუმლო წიგნი დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვა?

სამეფო ოჯახი და საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ოჯახისგან მორიგ სკანდალურ განაცხადს – პრინც ჰარის მემუარებს.
Sputnik
პრინცმა ჰარიმ უარყო ჭორები, რომ მისი წიგნი მხოლოდ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდება. ამის შესახებ Us Weekly იუწყება.
ყვითელი ამბები
ჰარისა და მეგანის და დიანასა და ჩარლზის ქორწილები - დაუჯერებელი ბიუჯეტი
პრინცის წარმომადგენლის თქმით, დედოფლის გარდაცვალება არ არის მემუარების გამოქვეყნების პირობა. სხვა ბრალდებები გამომცემელთან ჰარის კონტრაქტის შესახებ, რომელიც ციტირებული იყო Daily Mail-ში, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.
ჰარის საიდუმლო მოგონებების შესახებ ჭორების წყარომ გაზეთ Daily Mail-თან განაცხადა, რომ პრინცი შეუთანხმდა Penguin Random House-ს არა ერთი, არამედ ოთხი წიგნის გამოცემაზე და მეორე წიგნი მხოლოდ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდოდა. მესამე დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მისი ავტორი იქნება ჰარის ცოლი მეგან მარკლი. მეოთხე წიგნის თემა უცნობი დარჩა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარი, სავარაუდოდ, შეთანხმდა გამომცემლობა Penguin Random House-თან, რათა გამოექვეყნებინა მისი მემუარები და უკვე მიიღო წინასწარი ავანსი - მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სამეფო ბიოგრაფი ანგელა ლევინი ამტკიცებდა, რომ წიგნი მიეძღვნება პრინცესა დიანას გარდაცვალებას.