თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. დღეიდან იწყება შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შეეხება მრავალშვილიან და იმ ოჯახებს, სადაც ახალშობილი ბავშვები არიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომლის წყალობით ოჯახები ბინის ან კერძო სახლის ყიდვას შეძლებენ.
„ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამას დეტალურად მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა წარმოადგენს.