ევროპაში ფულის გათეთრება გართულდება: ევროკომისია ახალი სააგენტოს დაარსებას გეგმავს

ამ დროისათვის ევროპის სახელმწიფოები უზარმაზარ ზარალს განიცდიან უკანონო ბიზნესით, რაც წელიწადში 150 მილიარდ ევროს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ევროპული ბანკები, თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ვერ ახერხებენ აღმოფხვრან ფულის გათეთრების ძველი პრაქტიკა, წერს EuroNews-ი.
საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო თაღლითობის საქმე გახსნა
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში არაერთი სკანდალი მოხდა ისეთი „სამრეცხაოების“ გარშემო, როგორიცაა, მაგალითად, დანიური Danske Bank, რომლის გავლითაც 200 მილიარდი დოლარი გათეთრდა.
ახლა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კაპიტალის ლეგალიზაციის პრობლემას ევროკომისიამ მოჰკიდა ხელი. ბრიუსელი „ჭუჭყიანი ფულის“ ბრუნვაზე ზედამხედველობის ახალი სააგენტოს შექმნას აპირებს, რომელიც ტერორისტებს ფულის ნაკადებს გადაუკეტავს.
„ჭუჭყიანი ფულის ისტორიის უკან საშინელი დანაშაულები იმალება<...>. შესაბამისად, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა არის ბრძოლა დანაშაულთან. ჩვენ ხვრელები აღმოვაჩინეთ ჩვენს ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში, შევთანხმდით, როგორ დავხუროთ ისინი და გადავწყვიტეთ, რომ მსგავსს აღარასდროს დავუშვებთ“, — განაცხადა ევროკომისარმა საფინანსო მოსახურების საკითხებში მეირიდ მაკგინესმა.
გამოცემის თანახმად, უკანონო შემოსავლების გათეთრებასთან ბრძოლის ღონისძიებათა პაკეტის მთავარი ელემენტები მოიაზრებს შემდეგს:
აქვე აღინიშნება, რომ ევროკომისიამ მრავალი წლის განმავლობაში მსგავსი წესების არაერთი კრებული შემოიღო, მაგრამ მათ მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ერთნაირი ეფექტი არ ჰქონია. ახლა ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში იმედი აქვთ, რომ ახალ დირექტივებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეასრულებს.
თუ ევროპარლამენტი და კავშირის წევრი ქვეყნები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ახალი სააგენტოს შექმნას დაამტკიცებენ, ის 2024 წლისთვის ჩამოყალიბდება, სრული დატვირთვით კი ოდნავ მოგვიანებით ამოქმედდება.
სააგენტოს შტაბ-ბინის განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე გერმანიამ იკისრა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ.