თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა აბაშის რაიონიდან ორი დღის წინ გაუჩინარებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სენაკში, ახლობელთან არაფხიზელ მდგომარეობაში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახმედ ბუსკანძე ორი დღის წინ სოფელ ტყირში მეზობლებთან ერთად თხილის საკრეფად წავიდა, თუმცა მუშაობის პროცესში ჯგუფს გამოეყო და ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო.
მამაკაცს ორი დღის განმავლობაში პოლიციასთან ერთად საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც იმ სოფელში, სადაც ის თხილის საკრეფად იყო წასული, ასევე ახლომდებარე ტბაშიც, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის ძებნაში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.