აქრობს მუცლის ცხიმს: მეცნიერები ასახელებენ სასმელს

მეცნიერების თმით, ვისცერალურ, ანუ მუცლის ცხიმს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ედება და სერიოზული დაავადებების რისკს აჩენს, ეს ჩვეულებრივი სასმელი ეფექტურად აქრობს
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. არსებობს სასმელი, რომელიც ეფექტურად წვავს მუცლის არეში დაგროვილ ვისცერალურ ცხიმებს — ეს მწვანე ჩაია, იუწყება Express-ი მეცნიერებზე დაყრდნობით.
ცხიმოვანი ღვიძლი: „მდუმარე“ დაავადების ოთხი ნიშანი ხელებზე – ბრიტანელი ექიმების რჩევა
სპეციალისტების თქმით, ვისცერალური ცხიმი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოების ახლოს ჩნდება, როგორებიცაა ღვიძლი და ნაწლავები. ეს კი გულის დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბების რისკს აჩენს.  
მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს ადამიანებზე, რომლებსაც მუცლის არეში დიდი რაოდენობით ცხიმი ჰქონდათ დაგროვილი.  ისინი ორ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგან ერთს 12 დღის განმავლობაში აძლევდნენ მწვანე ჩაის.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდნენ კატეხინებით მდიდარ მწვანე ჩაის, თითქმის სრულად გაუქრათ ვისცერალური ცხიმი.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მწვანე ჩაი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმს დიდი რაოდენობით კალორიების წვაშიც ეხმარება.
გარდა მწვანე ჩაისა, მუცელზე ცხიმის გაქრობის მსურველებს სპეციალისტები ურჩევენ:
ამასთან მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაბალი ცხიმიანობის პროდუქტები შესაძლოა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავდეს.