დედამიწა დენთის კასრად იქცა: მეცნიერები კაცობრიობას შეუქცევად პროცესებზე აფრთხილებენ

მსოფლიოს 14 ათასმა მეცნიერმა ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლის თანახმადაც დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. დედამიწის კლიმატის ცვლილებამ პლანეტის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლების შეუქცევადი გაუარესება გამოიწვია, იუწყება Daily Mail-ი ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
კლიმატოლოგები: დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია
აღინიშნება, რომ მკვლევარების მიერ შედგენილ ახალ დოკუმენტს მსოფლიოს 158 ქვეყნის 14 ათასმა მეცნიერმა მოაწერა ხელი. ეს 2019 წელს პირველად გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობაზე მეტია  — მაშინ ანგარიშს 153 ქვეყნის 11 ათასი მეცნიერი აწერდა ხელს.
სწავლულების კვლევის თანახმად, დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა — სათბური გაზების კონცენტრაციის, ოკეანის გამჟავიანებისა და ცხოველთა სულადობის ჩათვლით — ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი, ნახშირორჟანგის დონის მატებასთან ერთად, პლანეტას „დენთის კასრად“ აქცევს — მატულობს კლიმატური უბედურებების რაოდენობა: სულ უფრო ხშირად ხდება წყალდიდობები, შტორმები, ტყის ხანძრები და სხვა.
„ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ უკვე მივუახლოვდით ან უკვე გავცდით კიდეც გარდამტეხ მომენტებს, რომლებიც დედამიწის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილებს უკავშირდება — მარჯნის რიფების, ამაზონიის ტროპიკული ტყეებისა და დასავლეთ ანტარქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი ფარების ცათვლით“, — ნათქვამია მეცნიერთა ანგარიშში.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, როდესაც მსოფლიოში გლობალური ლოკდაუნი იყო გამოცხადებული, დედამიწაზე ჰაერის დაბინძურების დონემ მნიშვნელოვნად დაიწია, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.
გაერო კაცობრიობას აფრთხილებს: დედამიწისთვის საფრთხის შემცველი ასტეროიდები ბევრად მეტია>>
მეცნიერები მოუწოდებენ კაცობრიობას, გაერთიანდნენ ბუნების კრიზისის გადასალახად, რომლის უპირველეს მიზეზადაც ისინი ადამიანის მიერ პლანეტის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას მიიჩნევენ.