ხუთი საინტერესო ფაქტი დედოფალი ელიზაბეთ II-ის შესახებ

დედოფალი ელიზაბეთ II ბრიტანეთის სამეფოს რიგით მე-40 მონარქია, მას შემდეგ, რაც 1066 წელს ინგლისის ტახტზე უილიამ დამპყრობელი ავიდა.
Sputnik
ელიზაბეთმა ზეობის ბრილიანტის იუბილე - 60 წლისთავი - 2012 წელს აღნიშნა. მან ტახტი 1952 წელს, მამის, ჯორჯ VI-ის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. წესით, დინასტიის ხაზით, ელიზაბეთამდე მონარქი მისი ბიძა, ედვარდ VIII უნდა გამხდარიყო, თუმცა, ამ უკანასკნელმა ტახტზე უარი ჯერ კიდევ 1936 წელს თქვა.
„ვერ მოითმინეს“ – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დედოფალს პატარა ლილიბეტი გააცნეს
ამ საინტერესო დეტალის გარდა, დედოფალი ელიზაბეთის II-ის ბიოგრაფია ბევრ უჩვეულო ფაქტსაც მოიცავს, რომელთაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.
1. დედოფალი ორ დაბადების დღეს აღნიშნავს
ელიზაბეთი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა, თუმცა, იუბილეს ოფიციალურად აღნიშვნა ივნისის მეორე შაბათამდე არ ხდება; ეს ტრადიცია 1748 წელს დანერგა მეფე ჯორჯ II-მ. იგი ნოემბერში დაიბადა და, რადგან წელიწადის ამ დროს პომპეზური აღნიშვნისთვის შესაფერისი ამინდი არ იყო, გადაწყდა, მეორე დაბადების დღე გადაეხადა.
ტრადიცია მცირედით შეიცვალა გასულ წელს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო მასშტაბური ღონისძიებები შეიზღუდა, ბრიტანეთის მონარქის იუბილე კი მოკრძალებულად აღინიშნა.
2. ელიზაბეთს სკოლაში არ უვლია
ერთი შეხედვით, მომხიბვლელი ამბავია მათთვის, ვისაც სკოლაში სიარული მაინცდამაინც არ უყვარს, თუმცა, ელიზაბეთს ყველაფრის სწავლა, უბრალოდ, სახლში მოუწია. კერძო პედაგოგები მას კონსტიტუციონალიზმის ისტორიას, სამართალსა და ფრანგულს ასწავლიდნენ. ამის მიუხედავად, დედოფალს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავის დროზე ფორმალური განათლების მიღებას მაინც ისურვებდა.
3. იგი თავის ქმარს ენათესავებოდა
პრინცი ფილიპი, რომელიც თითქმის 100 წლის გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, ელიზაბეთის გარე ბიძაშვილი იყო; ორივე მათგანი დედოფალი ვიქტორიას შვილთაშვილის შვილები იყვნენ, თუმცა, წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როცა მომავალი დედოფალი მხოლოდ 13 წლის იყო.
ილია მეორემ ბრიტანეთის დედოფალს პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
1947 წლის ნოემბერში ელიზაბეთმა და ფილიპმა იქორწინეს; პრინცესამ კი თავისი კაბისთვის მასალის საშოვნელად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შენახული კუპონები გამოიყენა.
 
4. დედოფლის გვირგვინის ერთ-ერთი ნაწილი ბრილიანტია ინდოეთიდან
ბრილიანტი კოჰინური, რაც სპარსულად „სამყაროს ნათელს“ ნიშნავს, ინდოელებისათვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. მათ მიაჩნიათ, რომ ბრილიანტი ბრიტანელმა კოლონიალისტებმა პენჯაბის მმართველს მოჰპარეს. 108-კარატიანი ქვა დედოფლის გვირგვინს ამშვენებს და გამოტანილია ლონდონის ტაუერის მუზეუმშიც.
5. მას არ სჭირდება არც პასპორტი და არც მართვის მოწმობა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, "რადგან პასპორტი მისი აღმატებულების სახელითაა დამზადებული, მას მისი ქონა არ სჭირდება". ამის მიუხედავად სამეფო ოჯახის სხვა ყველა წევრს ჰქონდათ და აქვთ პასპორტები — მათ შორის პრინც ფილიპსა და პრინც ჩარლზს. ამასთან, დედოფალი ერთადერთი პირია მთელ გაერთიანებულ სამეფოში, ვისაც მართვის მოწმობის ქონა არ მოეთხოვება.