თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ინწრაში 34 წლის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, სოფელ საჩინოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის სოფელ რიყეს მკვიდრი იყო და საჩინოში სტუმრად იმყოფებოდა.
ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.