იაკობ ქაჯაია - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (-130 კგ)
27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში მეორეა. რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ქართველმა ფალავანმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. იმის შემდეგ 5 წელი გავიდა და ახლა ქაჯაიას მედლის აღების იმედი აქვს.
მიმდინარე სეზონზე ქაჯაიამ ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე ვარშავაში მოიპოვა. რიო-დე-ჟანეიროს თამაშების შემდეგ ქართველი ფალავნის ანგარიშზეა ორი კვარცხლბეკი კონტინენტურ პირველობებზე (2018, 2019), ასევე ბრინჯაო მსოფლიო ჩემიონატზე ყაზახეთში (2019). სწორედ ყაზახეთში მოიპოვა ქაჯაიამ ოლიმპიური ლიცენზია.
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების ყულაბაში ოთხი მედალია - ერთი ოქროსი და სამი ვერცხლის.