მთაწმინდაზე გაუჩინარებული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი ნახეს

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მთაწმინდის ტერიტორიაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალი, შანაი ბრუკი გარდაცვლილი ნახეს. 
ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მოკლეს. მისი ცხედარი „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. ის ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც პარასკევს საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტ გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
მთაწმინდაზე გაუჩინარებული უცხოელი ქალის საქმე: ვრცელდება ახალი დეტალები
თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ქალს პარასკევიდან ეძებდნენ, სამძებრო სამუშაოებში დრონი და კინოლოგები ჩართეს. გოგონა, სავარაუდოდ, თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის, ახალგაზრდა ქალი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში შანაი ბრუკის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან. ისინი, თბილისში სავარაუდოდ, გვიან ღამით ჩამოვლენ.
შსს-ში გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სავარაუდოდ, მუხლი გადავკვალიფიცირდება.