თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.196 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.487 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 517, იმერეთი – 315, კახეთი – 202, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 157, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 78, სამცხე-ჯავახეთი – 62, მცხეთა-მთიანეთი – 58, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 382.393-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 27 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.820-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 31.295 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.651 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.905, აჭარაში – 620, იმერეთში – 751.
1.109 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 226 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 6, იმერეთში – 18. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.989 ადამიანი, მათ შორის 1.064 – თბილისში, 614 – აჭარაში. 23.655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 8.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21.293 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7.125 პირი, აჭარაში – 4.021, იმერეთში – 2.325.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.196-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 419.534-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.